ნასერ ალ ხელაიფი:
Aa
Aa

ნასერ ალ ხელაიფი: "მზად ვარ "რეალი" ვიყიდო და ტაქსის კომპანიად გადავაკეთო"

ნეიმარის საკითხი კვლავ აქტუალურია. პრესა ბრაზილიელ ფეხბურთელს მოსვენების საშუალებას არ აძლევს.

"რეალში" მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმაც გააკეთა.

"ნეიმარი "რეალში"? არა, ეს შეუძლებელია! თუ, ისინი ნეიმარის შეძენას ეცდებიან, მე მზად ვარ "რეალი" ვიყიდო და ტაქსის კომპანიად გადავაკეთო".

აგორებულ ჭორებზე კომენტარი თავად ნეიმარმაც გააკეთა: "ტრანსფერი "რეალში"? მათზე ბევრს ვფიქრობ, თუმცა ჩემი ფიქრები სამეფო კლუბში ტრანსფერს არ უკავშირდება. მე მხოლოდ მათი დამარცხება და 1/4 ფინალში გასვლა მსურს".

როგორც ჩანს, პარიზელთა მფლობელი ამ ყველაფერს ირონიულად უყურებს და ბრაზილიელი ფეხბურთელის გაშვებას გამორიცხავს. იგივე აზრზეა თავად ნეიმარიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები