ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„მსურს რაც შეიძლება ბევრი გაიტანოს“ - კონტემ კვარა შეაქო

ხვიჩა კვარაცხელიას ყოველი გაბრწყინება და კარგი თამაში ქართველ გულშემატკივართან ერთად, განსაკუთრებულად ანტონიო კონტეს უხარია, რადგან სანამ აურელიო დე ლაურენტისის წინადადებას დათანხმდებოდა, მან „ნაპოლის“ პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ის ქართველ ფეხბურთელს არ შეინარჩუნებდა, ის ამ პოზიციაზე მუშაობას არ დათანხმდებოდა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კვარა დარჩა და კონტეს ფორმაციის გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა რომ არის, ამას ტურიდან ტურამდე ამტკიცებს. სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება „ნაპოლის“ თავკაცმა მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.

ანტონიო კონტე

ლუკაკუ-კვარაცხელიას დუეტზე უდიდეს იმედებს ვამყარებ და იმედი მაქვს, რომ ისინი მატჩიდან მატჩამდე კიდევ უფრო მეტად შეთამაშდებიან. რომელუს როგორც „ჩელსიდან“, ასევე „ინტერიდან“ კარგად ვიცნობ. ის არატიპიური ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ხელისშემწყობი პარტნიორი სჭირდება.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მე დღეს მის თვალებში საოცარი მზადყოფნა და როგორც თამაშის, ასევე გამარჯვების სურვილი დავინახე. მინდა რაც შეიძლება ბევრი გოლი გაიტანოს და ბევრი საგოლე გადაცემა შეასრულოს, რადგან ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

კონტეს ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში ხვიჩამ უკვე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანასთან ერთად, ამდენივე ასისტის შესრულებაც მოასწრო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და ასისტი - ნაპოლიმ ზედიზედ მესამედ მოიგო
კვარას გოლი და ასისტი - ნაპოლიმ ზედიზედ მესამედ მოიგო