კრიშტიანუ
Aa
Aa

კრიშტიანუ "ელ კლასიკოს" გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს, 2 დღეა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, სამშაბათისა და ოთხშაბათის მოსამზადებელი ეტაპი გააცდინა და მზადებას სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით გადიოდა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს. ამასთან დაკავშირებით, „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

„რეალი“ და „ბარსელონა“, 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16 საათზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები