გიორგი მამარდაშვილი, ალექს პადილია
Aa
Aa

ვალენსიამ მამარდას შემცვლელი იპოვა

ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის ძებნა დაიწყეს - ესპანური მედიის ცნობით, ქართველის შემცვლელად ღამურები „ატლეტიკ ბილბაოს“ ახალგაზრდა მეკარეს, ალექს პადილიას მოიაზრებენ.

გამოცემა El Gol Digital-ის ცნობით, უნაი სიმონის ტრავმისა და ხულენ აგირესაბალას არადამაჯერებელი თამაშის ფონზე „ლომების“ კარში ადგილი ახალგაზრდა პადილიამ დაიკავა და ლა ლიგაში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ ყურადღება მიიპყრო.

„მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი და გამოცდილი სტოლე დიმიტრიევსკი ჰყავს, მათ სურთ, პერსპექტიული მეკარე დაიმატონ და ასეთად ალექს პადილიას მიიჩნევენ. „ღამურები“ პადილიათი მაშინვე დაინტერესდნენ, როდესაც ლივერპულიდან მამარდასთან დაკავშირებით წინადადება მიიღეს“, - წერს გამოცემა.

ალექს პადილია 21 წლისაა, ამ სეზონამდე ის „ბილბაოს“ მეორე გუნდის კარს იცავდა. პადილიას, რომელსაც მამა ესპანელი, დედა კი მექსიკელი ჰყავს, ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია, თუმცა შემდეგ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და მექსიკის 23-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.

მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ გააფორმა კონტრაქტი და იჯარის წესით ერთი სეზონით „ვალენსიაში“ დარჩა. ის „ენფილდზე“ მომავალი წლის ზაფხულში გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის სახელს აღარ სკანდირებდნენ - ვალენსიელების მინი პროტესტი მამარდას
მის სახელს აღარ სკანდირებდნენ - ვალენსიელების მინი პროტესტი მამარდას