გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი ტოპ 20-ში ვერ მოხვდა | საუკეთესო ტრანსფერები The Score-ის მიხედვით

The Score-მა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელებული ტოპ 20 გარიგება დაასახელა. ცნობილი სპორტული გამოცემის რეიტინგს დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან The Score-ის სიის მიღმა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი დარჩა.

ტოპ 20-ში ვერ მოხვდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც „ლივერპულმა“ შეიძინა და 1-სეზონიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. სამაგიეროდ, მე-20 ადგილს იკავებს კეპა არისაბალაგა, რომელიც „ჩელსიმ“ „ბორნმუთში“ გაანათხოვრა.

The Score-მა საკუთარ რეიტინგში არ შეიყვანა ხულიან ალვარესი, რომელიც „ატლეტიკომ“ დაახლოებით 75 მილიონ ევროს პლუს ბონუსების სანაცვლოდ შეიძინა. იგივე ბედი ეწია რიკარდო კალაფიორისაც. იტალიელი მცველი „ბოლონიადან“ „არსენალს“ შეუერთდა და ლონდონელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

სპორტული გამოცემის სიის სათავეში კილიან მბაპე იმყოფება, რომელიც „რეალმა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა. მას ილქაი გიუნდოგანი (სიტი), რაჰიმ სტერლინგი (ჩელსიდან არსენალში), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსიდან ლივერპულში), კონორ გალაჰერი (ჩელსიდან ატლეტიკოში), ჩავი სიმონსი (ლაიფციგი), ჟოაუ ნევეში (ბენფიკადან პარი სენ-ჟერმენში), სავინიო (სიტი), აივან ტოუნი (ალ-აჰლი) და ანტონიო ნუსა (ლაიფციგი) მოჰყვებიან.

მეთერთმეტე-მეოცე პოზიციები კი ასეა გადანაწილებული: ამადუ ონანა (ევერტონიდან ასტონ ვილაში), იანკუბა მინტე (ნიუკასლიდან ბრაიტონში), ალვარო მორატა (ატლეტიკოდან მილანში), მაიკლ ოლისე (კრისტალ პალასიდან ბაიერნში), ტენ კოპმეინერსი (ატალანტადან იუვენტუსში), ნუსაირ მაზრაუი (ბაიერნიდან მანჩესტერ იუნაიტედში), ვალდემარ ანტონი (შტუტგარტიდან დორტმუნდში), რობინ ლე ნორმანდი (სოსიედადიდან ატლეტიკოში), არჩი გრეი (ლიდსიდან ტოტენჰემში), კეპა არისაბალაგა (ჩელსიდან ბორნმუთში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე გამოიძახა
სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე გამოიძახა