ვან გოგი, დეგა და ხელოვნების ნაკლებობა - როდის უნდა გეწყინოს მარცხი? ფეხბურთი სოკრატესის თვალით
Aa
Aa

ვან გოგი, დეგა და ხელოვნების ნაკლებობა - როდის უნდა გეწყინოს მარცხი? ფეხბურთი სოკრატესის თვალით

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები 1/4 ფინალში ჰოლანდიასთან 1-2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

ჟურნალისტებმა ზიკოს ფორმაციის ნაკრების თამაშის შეფასება ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას სოკრატესს სთხოვეს, რომელმაც საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა.

"ბრაზილიაში არავის სწყენია, რომ ჩვენმა ნაკრებმა წააგო. დუნგას ნაკრებში ხელოვნება საკმარისი არ იყო. თქვენთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ წაგება მაშინ გვწყინს, როცა ჩვენი ხელოვნება აგებს. სირბილში წაგება რა საწყენია. დღეს ბავშვებს უნერგავენ, რომ ფეხბურთით ფულს იშოვიან. ამიტომ, ფეხბურთის სახელოვნებო სული იჩაგრება. ვან გოგს და დეგას რომ ეფიქრათ, მაინცდამაინც ფულისთვის ვხატავთო, მათი ტილოები ხომ სულ სხვანაირი იქნებოდა. ასევეა ფეხბურთშიც. იქ მთავარი მოგება არ არის. იქ მოგება მაშინაა კარგი, როცა ხელოვნების გამარჯვებას ემთხვევა".

2010 წლის მუნდიალზე დუნგას ნაკრები საკმაოდ უცნაური შემადგენლობით ასპარეზობდა. ტურნირის დაწყებამდე რონალდინიოსა და პატოს ნაკრებში გამოძახებას უამრავი ქომაგი ითხოვდა, თუმცა მწვრთნელმა მათ არ მოუსმინა და განაცხადში ისეთი ფეხბურთელები შეიყვანა როგორებიც ლუიშ ფაბიანო, ჟულიო ბაპტიშტა, ნილმარი, გრაფიტე და ელანო იყვნენ.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა და უბრალოდ ბურთის ნამდვილი ჯადოქარი სოკრატესი 2011 წლის 4 დეკემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები