ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

ახალი როლი და მეტი თავისუფლება ხვიჩას | Gazzetta კონტეს ნაპოლიზე წერს

Gazzetta dello Sport-მა დღევანდელ ნომერში ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ ანალიზი შემოგვთავაზა. იტალიურმა გამოცემამ განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დაწერა.

Gazzetta dello Sport-მა აქცენტი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ანტონიო კონტე იყო ის, ვინც „კვარას“ გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შედეგად, გუნდში ყველაფერ შეიცვალა და ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ბედნიერია.

იტალიური გამოცემა, ხვიჩას კონტეს პროექტის ლიდერად მოიაზრებს და კვარაცხელიას ანტონიოს 3-4-2-1 ტაქტიკაში ახალი როლი ექნება. იგი უფრო მეტ თავისუფლებას მიიღებს და მეტოქეთა კართან ბევრად ახლოს იმოქმედებს, რათა მისი საფეხბურთო უნარები უკეთესად წარმოჩინდეს.

ცნობისთვის, Gazzetta dello Sport-მა კვარაცხელიას ხელშეკრულებაზეც დაწერა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება. „პარტენოპეის“ ხელმძღვანელები და „კვარას“ წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დაილაპარაკებენ. სავარაუდოდ, ეს სექტემბრის პირველ კვირაში მოხდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ალვარესის სანაცვლოდ მიღებული ფული სიტიმ შესაძლოა კვარაზე დახარჯოს
Marca: ალვარესის სანაცვლოდ მიღებული ფული სიტიმ შესაძლოა კვარაზე დახარჯოს