ლუკა ბუბუტეიშვილი, ნიკოლოზ ყველაშვილი, დათა სიჭინავა
Aa
Aa

საოცარი კულმინაცია ბრწყინვალე გოლებით - დინამო 2-მა სიონს 97-ე წუთზე მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურში ძალიან საინტერესო და დრამატული თამაში გაიმართა. თბილისის „დინამოს’’ მეორე გუნდი ბოლნისის „სიონთან’’ 0:1-ს აგებდა, თუმცა მეორე ტაიმი მე-4 და მე-7 წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო. ბოლნისელთაგან დათა სიჭინავამ ჯარიმა გაიტანა, დინამოელთაგან 18 წლის ლუკა ბუბუტეიშვილმა და 19 წლის ნიკოლოზ ყველაშვილმა შეაგდეს. სამივე გოლი შესანიშნავი იყო.

 

თბილისის „დინამო 2’’-ს ვალერი გაგუა წვრთნის, გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. ასევე, ახლახან „დინამო 2’’-ს გიორგი ნიკოლაიშვილი შეუერთდა, „საბურთალოს’’ ყოფილი ფეხბურთელი.

რაც შეეხება ბოლნისის „სიონს’’, გაგა კირკიტაძის გაწვრთნილ გუნდში მეტწილად გამოცდილი ფეხბურთელები არიან: თორნიკე კაპანაძე, დათა სიჭინავა, გიორგი რეხვიაშვილი და სხვები. ასევე, „სიონის’’ კარში 38 წლის კოკა სეფიაშვილი დგას.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები