ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ხვიჩასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის“ - იტალიური მედია კონტეს და ნაპოლის გეგმებზე

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გუნდში საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. გუშინ, „პარტენოპეის“ ფეხბურთელები 1-თვიანი შესვენების შემდეგ, გუნდის ბაზაზე პირველად შეიკრიბნენ და უახლოეს დღეებში ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ, შვებულების დამატებითი დღეები მიეცათ და გუნდს 25 ივლისიდან შეუერთდებიან, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, თუმცა, ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს ქართველი შემტევის ნახვა ნაადრევად სურს, რათა მის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებული საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტოს.

რა წერია Il Mattino-ს სტატიაში:

კვარაცხელიას გარშემო არსებული ვითარება ყველას კვლავ ანერვიულებს. ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მოუთმენლად ელის მასთან შეხვედრას, რათა კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც კონტეს სურს, ქართველი პლეიმეიკერის საქმეში მისივე აგენტის უხეშად ჩარევაა.

დე ლაურენტისმა განახლებული შეთავაზება წარადგინა, მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა კი ის მოისმინა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ახალ შეთავაზებაში ჩადებულია გამოსასყიდი პუნქტიც, რომლითაც კვარაცხელიას გარემოცვას შეუძლია ბედნიერი იყოს, თუნდაც, ის რეალობასთან შეუსაბამოც იყოს. პსჟ-ის შეტევის შემდეგ, ეს აუცილებელი პირობა იყო.

ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები და „ნაპოლის“ ხელმძღვანელები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, იტალიურ მედიაში აქტიურად წერენ, რომ მიმდინარე ზაფხულში ნეაპოლური გუნდი ქართველ შემტევს არ გაუშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა შეთავაზება გაზარდა - კვარას ორი ვარიანტი დარჩა?
დე ლაურენტისმა შეთავაზება გაზარდა - კვარას ორი ვარიანტი დარჩა?