ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ტრავმების შემდეგ სტაბილურობა დაიბრუნა | ოდიშარიას კარგი მატჩი კონფერენს ლიგაზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურმა რფს-მა შინ ისლანდიური „ვესტრი’’ 4:1 გაანადგურა. პირველი ტაიმი რფს-მა 3:0 მოიგო, ლატვიური გუნდის ქართველი გარემარბის, ლაშა ოდიშარიას ანგარიშზე გოლი ან საგოლე პასი არაა, თუმცა სამივე გოლის შეტევაში მონაწილეობდა, აქტიური იყო და თავი კარგად წარმოაჩინა.

 

დიდი ალბათობით, რფს ისლანდიურ ბარიერს გაივლის და მესამ ეტაპზე ხორვატიულ „რიეკასა’’ და ჩრილოთ ირლანდიურ „დერი სიტის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი „რიეკამ’’ შინ 1:0 მოიგო.

ტრავმებით გამოწვეული რთული პერიოდის შემდეგ, 23 წლის შემტევმა სტაბილურობა დაიბრუნა. ოდიშარიამ კონფერენს ლიგაზე „გლენტორანთან“ საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ლატვიის ჩემპიონატის 11 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 6 შედეგიანი გადაცემაა. ლატვიურ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს. ახლა მთავარია, ფეხბურთელმა სტაბილური თამაში განაგრძოს, ტრავმები აირიდოს და შედეგიანობა გაზარდოს, რამაც, შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში მისი ტრანსფერი განაპირობოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: კვარაცხელიას კარგი მატჩი - დინამომ ჟალგირისი დაამარცხა
კონფერენს ლიგა: კვარაცხელიას კარგი მატჩი - დინამომ ჟალგირისი დაამარცხა