ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი: “ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით“

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. ჯვაროსნები ფურია როხას მერვედფინალში გავიდნენ.

აღნიშნულ წარმატებასთან დაკავშირებით, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიმართვა გააკეთა.

რას წერს ნიკოლოზი?

„ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით. არა იმიტომ, რომ ევროპაზე მოიპოვეს საგზური, ან თუნდაც 1/8 ფინალში გავიდნენ და დაამარცხეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არამედ იმიტომ რომ მათ ყველას დაანახეს რა არის ბრძოლა ბოლომდე ,ერთიანობა,ჩვენი ქრისტიანული რწმენა,როგორებიც ვართ და ვიყავით. ვულოცავ ყველა ქართველს.”

შეგახსენებთ, რომ თავად ბასილაშვილის კარიერა ნელ-ნელა უკან წავიდა. ნიკოლოზი ახლა ATP რეიტინგში 446-ე ადგილს იკავებს.

უკანასკნელად ქართველმა ჩოგბურთელმა მილანის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამწუხაროდ პირველივე წრეში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები