ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსასა" და "რეალის" პოტენციური მეტოქეების ვინაობა ცნობილია

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური გაიმართა და ფეხბურთის ქომაგთათვის უსაყვარლესი ტურნირი თებერვლამდე დაგვემშვიდობა.

"ბარსელონასა" და "რეალის" მილიონობით ქომაგს აინტერესებს, თუ ვინ იქნება მათი გუნდის მეტოქე 1/8-ფინალურ სტადიაზე.

როგორც მოგეხსენებათ, მერვედფინალში ერთმანეთს ჯგუფში უკვე მყოფი და ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები ვერ შეხვდებიან.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით "ბარსას" პოტენციურ მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: "ბაიერნი", "ჩელსი", "პორტუ", "შახტარი", "ბაზელი".

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ტურნირის მოქმედი გამარჯვებული არც თუ ისე კომფორტულ სიტუაციაში იმყოფება. "ბარსასგან" განსხვავებით ზიდანის გუნდმა ჯგუფი მეორე პოზიციაზე დაასრულა და მათი პოტენციური მეტოქეების სიაც გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება: "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "რომა", "პსჟ", "ბეშიქთაში".

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალების კენჭისყრა 11 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები