ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

კონტე კატეგორიული იქნება - ნაპოლი ხვიჩასა და დი ლორენცოზე ყველა შეთავაზებას დაბლოკავს

იტალიურ პრესაში „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით ახალი ცნობები ვრცელდება. გავლენიანი გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ ანტონიო კონტე ლიდერების გაშვებასთან დაკავშირებით კატეგორიული იქნება და ყველანაირად ეცდება, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო მინიმუმ 1 წლით შეინარჩუნოს.

Corriere-ს ინფორმაციით, „ნაპოლი“ იტალიელი და ქართველი ფეხბურთელის მიმართ შემოსულ შეთავაზებაზე უარს იტყვის, თუნდაც ის გრანდიოზული წინადადება იყოს.

ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს ახალი „ნაპოლის“ ფუნდამენტურ ფიგურებას მოიაზრებს და აპირებს, რომ გუნდი მათ გარშემო ააშენოს.

დი ლორენცოს გადაბირებით ტურინის „იუვენტუსი“ არის დაინტერესებული და როგორც იწერება, ტურინში გადასვლის სურვილი თავად ფეხბურთელმაც გამოთქვა, კვარას შეძენას კი პარიზული გიგანტი „პარი სენ-ჟერმენი“ ცდილობს, რომელიც 110 მილიონ ევროსაც ჩამოდის. საპასუხოდ, „ნაპოლი“ ქართველ შემტევს კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებასა და ანაზღაურების 5.5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, ორივე ფეხბურთელი თავის ნაკრებებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მათი მომავალი სწორედ ევროპირველობის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები