ევრო 2024, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ცნობილია მაისურის ფერები, რომლითაც საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების სათამაშო ფერები, რომლითაც ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეროვნული ნაკრების ცნობით, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ თეთრი ფორმებით ითამაშებს, 22 ივნისს ჩეხეთს წითელი ფორმით დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიასთან კვლავ წითელი ფორმებით ვითამაშებთ.

საქართველოს ნაკრები ამჟამად გერმანიის ქალაქ ველბერტში იმყოფება, სადაც ტურნირამდე მოსამზადებელი ეტაპის დასვკნით ნაწილს გადის.

მსგავსი სიახლეები