საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საუკეთესო საშინაო ფორმები ევრო 2024-ზე | რომელ ადგილზეა საქართველო

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღე რჩება და საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. ევრო 2024-თან დაკავშირებით, The New York Times-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ტურნირის მონაწილე ნაკრებების საშინაო მაისურების დიზაინის რეიტინგი შემოგვთავაზა.

The New York Times-მა საქართველოს ნაკრების საშინაო ფორმა მე-16 ადგილზე გაიყვანა. „ჯვაროსნები“ თურქეთზე, სერბეთზე, უნგრეთზე, გერმანიაზე, შვეიცარიაზე, სლოვაკეთსა და ბელგიაზე წინ იმყოფებიან, უკრაინა კი, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, რეიტინგში არ შეიყვანეს.

„Macron-ის მიერ შერჩეული მომენტი ცოტათი უცნაური იყო. Macron-მა ახალი მაისურები, რომლებიც მისმა კლიენტებმა 2-წლიანი ციკლის განმავლობაში უნდა ატარონ, 2023 წლის მარტში გამოუშვა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის პარტნიორი გუნდები ევრო 2024-ზე ითამაშებენ ფორმებით, რომლებსაც უკვე ერთი წელია იყენებენ. ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ცოტათი სასირცხვილოა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად იასპარეზებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი საშინაო ფორმა ძალიან ჰგავს ინგლისის ლიგა ორის კლუბების საგარეო მაისურებს, რომლებითაც ისინი ლიგის თასის შეხვედრებს ატარებენ“, - წერს The New York Times-ი.

ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, საუკეთესო საშინაო ფორმა დანიას აქვს. მეორე ადგილზე ინგლისი იმყოფება. „სამ ლომს“, იტალია მოსდევს, პოლონეთი მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო ხუთეულს სლოვენია ასრულებს.

ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთის მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. 22 ივნისს, 17:00-ზე ჩეხეთს დავუპირისპირდებით, ხოლო 26-ში, 23:00-ზე, პორტუგალიას შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ... - მეცი ლიგა 2-ში დაქვეითდა
მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ... - მეცი ლიგა 2-ში დაქვეითდა