ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

37 ქულით ნაკლები - ნაპოლის კატასტროფა ტრიუმფის შემდეგ

შარშანდელი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, წლევანდელ სეზონში „ნაპოლიმ“ იმდენად უსუსური თამაში აჩვენა, რომ სერია A-ს გათამაშება მე-10 ადგილზე დაასრულა და რანგით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირის, კონფერენს ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვა.

შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა სეზონში ნეაპოლელებმა 38 ტურში 90 ქულა დააგროვეს, წელს კი 37-ით ნაკლებ 53 ქულას მოუყარეს თავი და პირველ ადგილზე გასულ „ინტერს“ 40 ქულით ჩამორჩნენ. 2007 წლიდან მოყოლებული, ანუ მას მერე რაც „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ელიტაში დაბრუნდა, ამაზე ცუდი შედეგით კლუბმა ჩემპიონატი მხოლოდ ორჯერ, 2008 (50 ქულა) და 2009 (46 ქულა) წლებში დაასრულა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული პოზიციის თვალსაზრისით, 2007-2008 წლების სეზონი წლევანდელზე კარგი იყო, რადგან მაშინ პარტენოპეიმ გათამაშება მერვე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება ფეხბურთელების ასპარეზობას, უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკურად ყველაზე ნაკლები რეგრესი ხვიჩა კვარაცხელიას (11 გოლი, 6 საგოლე გადაცემა) თამაშში შეინიშნებოდა, რადგან 23 წლის ქართველმა წინა პირველობასთან შედარებით, მხოლოდ ერთით ნაკლები გოლი გაიტანა და ოთხით ნაკლები საგოლე პასი შეასრულა. შედარებისთვის ვიქტორ ოსიმენის მონაცემების მოყვანაც კმარა - თუ ნიგერიელმა წინა წელს 26 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიაწოდა თანაგუნდელებს, წელს მის ანგარიშზე მხოლოდ 15 ბურთი და 3 ასისტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ლეჩესთან და ფანების სტვენა - ნაპოლის კატასტროფული სეზონი დასრულდა
ფრე ლეჩესთან და ფანების სტვენა - ნაპოლის კატასტროფული სეზონი დასრულდა