ერიკ ტენ ჰაგი, მაურისიო პოჩეტინო, ტომას ტუხელი, გრემ პოტერი, კირან მაკკენა, ტომას ფრანკი
Aa
Aa

თასის მოგებაც ვერ უშველის - იუნაიტედი ტენ ჰაგს უშვებს

ერიკ ტენ ჰაგი წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. The Guardian-ის ცნობით, ის პოსტს იმ შემთხვევაშიც ვერ შეინარჩუნებს, თუ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ დაამარცხებს.

ნიდერლანდელი სპეციალისტი „მანკუნიანელებს“ სათავეში ორი წლის წინ ჩაუდგა და თუ თავის სადებიუტო სეზონში გუნდს ქვეყნის ლიგის თასი მოაგებინა და პრემიერლიგა სამეულში დაასრულებინა, წელს მისი მომზადებული კლუბის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. „მანიუმ“ ინგლისის ჩემპიონატში მერვე პოზიცია დაიკავა, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, „იუნაიტედი“ მომდევნო სეზონში ევროტურნირზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იასპარეზებს, თუ თასს მოიგებს, რაც მოწინააღმდეგის სიძლიერიდან გამომდინარე, იოლი ამოცანა ნამდვილად არ უნდა იყოს.

საერთო ჯამში ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართული 113 მატჩიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 65-ში გაიმარჯვა, 17 ფრედ დაასრულა და 31 წააგო. ნიდერლანდელი მწვრთნელის შეცვლის კანდიდატებად ინგლისური სპორტული პრესა ტომას ტუხელს, მაურისიო პოჩეტინიოს, გრემ პოტერს, კირან მაკკენასა და ტომას ფრანკს ასახელებს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელები აღარ უსმენენ - ტენ ჰაგმა ნდობა დაკარგა
ფეხბურთელები აღარ უსმენენ - ტენ ჰაგმა ნდობა დაკარგა