გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილს ფასი დაადეს | რამდენს ითხოვს ვალენსია ტრანსფერის სანაცვლოდ

გიორგი მამარდაშვილს ბევრი მსურველი ჰყავს და ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ „ვალენსიას“ მისი შენარჩუნება გაუჭირდება. „ღამურები“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთვის ემზადებიან და ქართველ მეკარეს ფასიც დაადეს.

უცხოურ პრესაში იწერებოდა, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს მოითხოვდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს, პიტერ ლიმს ეს თანხა ეცოტავება. Marca-ს ინფორმაციით, „ჩეს“ პირველი პირი გიორგის ტრანსფერს მწვანეს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ აუნთებს.

„ვალენსიას პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულებად 45 მილიონი ევრო დაასახელა. აგენტებმა და კლუბებმა, რომლებიც გიორგის შეძენის თაობაზე ვალენსიას დაუკავშირდნენ, პასუხად სწორედ ეს თანხა მიიღეს“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, მამარდაშვილს პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებენ და მისით „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან. „კაჭკაჭებს“ „ვალენსიასთან“ კონტაქტი ჰქონდათ, მაგრამ მხარეებს შორის კონკრეტული არაფერი მომხდარა, „არისტოკრატები“ კი „მესტალიაზე“ მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქართული დუეტი საბერძნეთში? - გოგას და სანდროს პანათინაიკოსი აკვირდება
ქართული დუეტი საბერძნეთში? - გოგას და სანდროს პანათინაიკოსი აკვირდება