ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დედის დღისთვის მიძღვნილი მაისურები | რატომ არ შეუერთდა ნაპოლი ინიციატივას

მაისის ყოველ მეორე კვირა დღეს, იტალიაში დედის დღე აღინიშნება. სერია A-ს კლუბები ინიციატივით გამოვიდნენ და გადაწყვიტეს, სპეციალურად ამ დღისთვის, მომდევნო ტურის შეხვედრებში, ფეხბურთელთა გვარების ნაცვლად, მაისურებზე მათი დედების სახელი და გვარი დაეწერათ.

ინიციატივას 7 კლუბი შეუერთდა და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მათ შორის არაა. იტალიური პრესის ინფორმაციით, ცამეტმა კლუბმა უარი ტექნიკური სირთულებიის გამო განაცხადა, რომელიც ახალი მაისურების მოკლე დროში დამზადებას ახლავს თან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში, „კვარას“ „პარტენოპეი“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „ბოლონიას“ 64 ქულა აქვს და „ნაპოლის“ 13 ქულით უსწრებს.

„პარტენოპეი“ 51 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსი აქვს. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მეცხრეადგილოსან „ფიორენტინას“ 1 ქულით უსწრებს, „ტორინოს“ - ოთხით.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინო: კვარას და ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა სიბნელეში ნახტომია
მარტინო: კვარას და ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა სიბნელეში ნახტომია