ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მარტინო: კვარას და ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა სიბნელეში ნახტომია

იტალიელმა ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ „ნაპოლის’’ ოფიციალური რადიოს გადაცემა Radio Goal-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ თუ „ნაპოლი’’ კვარასა და ოსიმენს გაყიდის, ეს იქნება ნახტომი სიბნელეში.

„კვარაცხელიასა და ოსიმენის გარეშე დარჩენა სიბნელეში შორეული ნახტომი იქნება, რადგან რწმენას კარგავ. კვარაცხელია ერთადერთია, ვინც „ნაპოლის’’ თამაშს ანათებს, კაშკაშას ხდის, მაგრამ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ „ნაპოლის’’ ფეხბურთელთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ სურს, შესაძლოა მცდარი იყოს. თუ ლაურენტისი გადაწყვეტს, რომ კვარა არ გაყიდოს, მაშინ არ გაყიდის, მაგრამ ეს ასევე ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რომელიც ნეაპოლში საქმეს კარგად ასრულებს.

კლუბის მართველთა შეცდომა ის იყო, რომ ძლიერი მცველი არ შეიძინეს, რომელიც კიმს შეცვლიდა’’.

ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, რომ ლუის ენრიკესთვის მბაპეს შეცვლის იდეალურ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია მიაჩნია. პსჟ-ს ხელმძღვანელობა ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა. კვარაცხელია შესაძლო ტრანსფერს ენთუზიაზმით ხვდება და დადებითადაა განწყობილი. ამ დროისთვის არც პსჟ-სა და არც ფეხბურთელის წარმომადგენლებს ნაპოლისთან შეთანხმება არ აქვთ მიღწეული. დე ლაურენტისს ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. არც ის თქმულა, რომ ნაპოლი ხვიჩას გასაშვებად მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები