ლუის რუბიალესი, ალბერტ ლუკე, რუბენ რივერა
Aa
Aa

რუბიალესს პატიმრობა ემუქრება - საქმის განხილვა იწყება

2023 წლის ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდგომ მომხდარ სკანდალურ ამბავს ასეთივე გაგრძელება აქვს. ესპანეთის ნაკრების მოთამაშის ჯენიფერ ერმოსოსთვის ტუჩებში კოცნის გამო ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ფიფამ საფეხბურთო საქმიანობას სამი წლით ჩამოაშორა, თუმცა სასჯელი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

მადრიდის სასამართლომ ერმოსოს საქმე წარმოებაში მიიღო და მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროკურორი რუბიალესისთვის 2,5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ქალთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ხორხე ვილდასთვის, ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის ექს-დირექტორ რუბენ რივერასთვის და ვაჟთა ნაკრების ყოფილ დირექტორ ალბერტ ლუკესთვის კი, სასჯელის სახით 1,5-წლიანი პატიმრობა განიხილება. გარდა ფეხბურთელის სექსუალური შევიწროებისა, რუბიალესს კიდევ რამდენიმე მუხლით გასამართლება ემუქრება - მას კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მადრიდის აეროპორტში აპრილის დასაწყისში დააკავეს. ის ბოლო თვეების განმავლობაში დომინიკის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და სამშობლოში სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას გეგმავდა, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება საბოლოოდ გამოირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის რუბიალესი მადრიდის აეროპორტში დააკავეს
ლუის რუბიალესი მადრიდის აეროპორტში დააკავეს