ლევან საგინაშვილი, დევონ ლარატი
Aa
Aa

„ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელია“ | რა თქვა ლარატმა საგინაშვილზე

დევონ ლარატმა Youtube-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ლეგენდარულმა კანადელმა ლევან საგინაშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეტოქე ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელია.

„1 წლისა და 10 თვის წინ, ლევანმა მკლავი მომაგლიჯა და ვთქვი, რომ მასთან რემატჩის გამართვა არ მინდოდა, რადგან ვიგრძენი, რამდენად მაგარი იყო და მეგონა, მისი დონის მიღწევა შეუძლებელი გახლდათ. 1 წლისა და 10 თვის განმავლობაში გიჟივით ვივარჯიშე. ლევანთან შეხვედრის განზრახვა არ მქონია, მაგრამ ისევ მის წინააღმდეგ აღმოვჩნდი. როცა მივხვდი, რომ ყველა გზა ლევანთან მიდიოდა, გავაანალიზე, რომ საკუთარი თავის უნდა მერწმუნა და დამეჯერებინა, რომ მისი დამარცხება შემიძლია.

ვცდილობდი, მეპოვა გზა, რომლითაც მოვიგებდი, მაგრამ ლევანი საოცარი სპორტსმენია. ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა და ლევანი საუკეთესო მკლავჭიდელია მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელია. ნამდვილად საოცარი და შთამბეჭდავი სპორტსმენია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მას ორჯერ შევხვდი და ვიგრძენი დონეებს შორის რა განსხვავებაა“.

ცნობისთვის, საგინაშვილის და ლარატის დუელი 7-რაუნდიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ქართველმა მკლავჭიდელმა ყველაფერი ვადაზე ადრე, მე-4 რაუნდში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ მერაბს დავანოკაუტებ, შემდეგ კი...“ | შონ ომალის პოსტი სოციალურ ქსელში
„ჯერ მერაბს დავანოკაუტებ, შემდეგ კი...“ | შონ ომალის პოსტი სოციალურ ქსელში