ხრისტოს მუზაკიტისი, ანტონის პაპაკანელოსი, თეოფანის ბაკულასი
Aa
Aa

Uefa Youth League: ოლიმპიაკოსმა ბერძნული საკლუბო ფეხბურთის ისტორია დაწერა

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის, 2023-24 წლების სეზონის, ფინალურ მატჩში, ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ იტალიურ „მილანს“ 3:0 მოუგო და ისტორიული ტიტული მოიპოვა.

გადამწყვეტი მეორე ტაიმის 6-წუთიანი მონაკვეთი, მე-60-დან 66-ე წუთამდე, გამოდგა, როცა პირეოსელებმა 3 გოლი გაიტანეს.

ანგარიში ხრისტოს მუზაკიტისმა პენალტის შედეგად გახსნა, რასაც ანტონის პაპაკანელოსისა და თეოფანის ბაკულასის გოლები მოჰყვა. ბაკულასმა მაკრატელა დარტყმით შეაგდო, ასევე, პაპაკანელოსს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

ისტორიული ფაქტი: ოლიმპიაკოსი პირველი ბერძნული კლუბია, რომელმაც ევროპული საკლუბო ტურნირი მოიგო

ბერძნული და იტალიური კლუბებისთვის ეს უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე პირველი ფინალი იყო. ეს ტურნირი 2013-14 წლიდან ტარდება: 2-2-ჯერ ჩემპიონი „ჩელსი“ და „ბარსელონა“ გახდნენ, თითოჯერ კი ტიტული „ბენფიკამ“, „ზალცბურგმა“, „პორტუმ“, „რეალმა“, „ალკმაარმა“ და „ოლიმპიაკოსმა“ მოიგეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 3 სეზონის ფინალებში დიდი სხვაობა დაფიქსირდა: 2021-22 წლებში „ბენფიკამ“ „ზალცბურგს“ 6:0 მოუგო, გასულ წელს „ალკმაარმა“ „ჰაიდუკს“ – 5:0, წლევანდელი კი უკვე ვიცით.

„ოლიმპიაკოსი“, 20-წლამდე საკონინენტთაშორისო თასის ტიტულისთვის, სამხრეთ ამერიკის წლევანდელ ჩემპიონ ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხუბი, 3 წითელი და 3 გოლი - ინტერმა ჩემპიონობა „მადონინაში“ გაინაღდა
ჩხუბი, 3 წითელი და 3 გოლი - ინტერმა ჩემპიონობა „მადონინაში“ გაინაღდა