იბერია 1999, თელავი
Aa
Aa

გიორგი კოხრეიძის ლამაზი გოლი | იბერია 1999-მა თელავს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური „კავკასიონი არენაზე“ გაიხსნა, სადაც „თელავი“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა. სტუმრებმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმეს და „თელავი“ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-19 წუთზე, გიორგი კოხრეიძემ შესანიშნავად იმოქმედა და „თელავის“ კარი ლამაზი დარტყმით აიღო. პირველ ტაიმში ტაბლოზე არაფერი შეცვლილა და „იბერია 1999“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმის სტარტზე, „თელავმა“ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც „იბერია 1999“-ის კონტრშეტევა და გიზო მამაგეიშვილის გოლი მოჰყვა - 2:0. მატჩის 58-ე წუთზე, მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 10 ტურის შემდეგ, „იბერია 1999“-ს 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. გიორგი მიქაძის გუნდი „დინამო ბათუმს“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ აჭარლებს თავისი შეხვედრა ჩასატარებელი აქვთ. „იბერია 1999“ მომდევნო მატჩს 27 აპრილს გამართავს და „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

ფოტო: იბერია 1999-ის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ კვარა და ოსიმენი არა, ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ“ | ემპოლის თავკაცი
„მხოლოდ კვარა და ოსიმენი არა, ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ“ | ემპოლის თავკაცი