ვლადიმირ ვაისი, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მადლობა ვაისს, ეს მისი წარმატებაც არის“ - ვილი სანიოლი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ოფიციალური გვერდი ვილი სანიოლთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ჩვენი გუნდის ფრანგი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისზე, გერმანიასა და ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე საუბრობს.

რას ამბობს სანიოლი:

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვლადიმირ ვაისს. ის, რაც 2 კვირის წინ მოხდა, მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურაზე და ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე მოიწვია. ფეხბურთში ერთ დღეში არაფერი ხდება, და არც ექვს თვეში, ეს ხანგრძლივი პროცესია და ვლადიმირ ვაისი მისი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ძალიან ვამაყობ და მიხარია საქართველოს ნაკრებთან ერთად გერმანიაში ყოფნა. გერმანია მიყვარს, იქ ბევრი წარმატებული წელი გავატარე. მიყვარს აქაური ხალხი და დიდი სიხარულითა და სიამაყით ველოდები ამ ჩემპიონატს.

ეს წარმატება იმის შედეგია, რაც ფედერაციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გააკეთა ფეხბურთის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დღეს ევროზე ვართ, ახლა კი ამ შრომის შედეგს ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასახდელში ყოფნა საკმაოდ ემოციური იყო, ბევრი ცრემლი დაიღვარა“ - სანიოლის ასისტენტი
„გასახდელში ყოფნა საკმაოდ ემოციური იყო, ბევრი ცრემლი დაიღვარა“ - სანიოლის ასისტენტი