მიქაუტაძე 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
„მეცის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მიქაუტაძემ ბოლო ტურში „ლანსის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. მისმა გუნდმა შეხვედრა 2:1 მოიგო, ქართველმა თავდამსხმელმა კი უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
29-ე ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და „ლანსთან“ და „ბრესტთან“ დუბლებით გამოირჩა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას „ლე ჰავრთან“ გამართავს და გიორგის შანსი აქვს, „მეცის“ პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ლიგა 1-ის ზედიზედ 3 შეხვედრაში დუბლს გაიფორმებს.