ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წელს მხოლოდ კვარაცხელიას გადავარჩენდი“ - ფიფას აგენტი ნაპოლიზე

FIFA-ს ცნობილი იტალიელი აგენტი, ფულვიო მარუკო Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გუნდმა ზაფხულში სიღრმისეული ცვლილებები უნდა განახორციელოს.

რას ამბობს მარუკო:

„ნაპოლის“ აღარ აქვს ის მიმზიდველობა, რაც გასულ სეზონში ჰქონდა. გუნდი ახლა ნანგრევებად არის ქცეული და სწორი მიმართულების პოვნა უჭირს. ახალ სეზონში უნდა მოინახოს ახალი სპორტული დირექტორი, მაგრამ ტოპ მწვრთნელის მოყვანა მარტივი არ იქნება, რადგან არ მგონია, რომ რომელიმემ ამ არეულობაში მოსვლა მოისურვოს. ვფიქრობ, კლუბმა ახალგაზრდა მწვრთნელი უნდა იპოვოს, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლოს ისეთ გუნდში თავის დამკვიდრება, როგორიც „ნაპოლია“.

ვინც არ უნდა მოვიდეს, რევოლუცია მაინც იქნება, რადგან აქ ყოფნით ბევრი მოთამაშეა უკმაყოფილო. გასპერინი? ის ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ რთული ხასიათი აქვს. შეუძლია დიდ გუნდში თავის დამკვიდრება, მაგრამ არ მგონია „ატალანტა“ დატოვოს, რადგან ბერგამოში წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა. კონტე? ამ ჰიპოთეზის არ მჯერა. ანტონიო „ნაპოლიში“ მუშაობას არასდროს დათანხმდება.

სატრანსფერო ბაზარი სწორად უნდა წარიმართოს. იმედია, ნიგერიელის გაყიდვიდან აღებულ თანხას კლუბი სწორად გამოიყენებს. რთული იქნება ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობა. წასვლის მსურველი ბევრია, ბაზარი ფასებს არასტაბილურს გახდის.

ვის გადავარჩენდი ამ სეზონიდან სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით? აუცილებლად კვარაცხელიას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გუნდს არ დატოვებს. ჩემდა გასაკვირად, ამ სეზონში ხელშეკრულება სხვა ფეხბურთელებთან განაახლეს, ის კი კვლავ პირველადი პირობებით თამაშობს. დავიტოვებდი ლობოტკას, პოლიტანოს და ანგისას, ისინი ყოველთვის გულით თამაშობენ და აქაურობა უყვართ. დი ლორენცოს კი მოუწევს გადაწყვიტოს შეძლებს თუ არა კაპიტნობით გუნდის მხრებზე აყვანას.

32 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ევროტურნირების ზონაში მყოფ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ბერგამოელებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

მომდევნო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ემპოლის“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს სურს“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე
„მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს სურს“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე