ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore და Whoscored | კვარა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, „კვარა“ კი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და ასისტიც მიითვალა.

ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტოებმა, Whoscored-მა და Sofascore-მა იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. Whoscored-მა „კვარას“ თამაში 8.79 ქულით შეაფასა, Sofascore-მა - 8.8 ქულით.

Sofascore-ის სიმბოლური ნაკრები: მიკელე დი გრეგორიო, ტეო ერნანდესი, სიმონე რომანიოლი, ჯონ ლუკუმი, შტეფან პოში, ფელიპე ანდერსონი, ლუის ალბერტო, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ჯანლუკა სკამაკა, ვალიდ ჩედირა, ხვიჩა კვარაცხელია.

Whoscored-ის სიმბოლური ნაკრები: მიკელე დი გრეგორიო, ტეო ერნანდესი, პაბლო მარი, სიმონე რომანიოლი, შტეფან პოში, ფელიპე ანდერსონი, ლუის ალბერტო, ხვიჩა კვარაცხელია, ნადირ ძორტეა, ვალიდ ჩედირა, ჯანლუკა სკამაკა.

ცნობისთვის, „ფროზინონესთან“ მატჩში „კვარას“ 6-დან 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, ბურთს 39-ჯერ შეეხო, 21-დან 20 ზუსტი პასი გააკეთა, 7 დარტყმა ჰქონდა (4 ზუსტი, 2 არაზუსტი, 1 დაბლოკილი), 11-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, 2 დიდი შანსი შექმნა და ამდენივე საკვანძო გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე