გიორგი მამარდაშვილი, ოსასუნა, ანტე ბუდიმირი, დიმიტრი ფულკიე
Aa
Aa

„მისი დამსახურებით მოვიგეთ“ - ფულკიემ მამარდაზე ისაუბრა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს. ქართველმა მეკარემ „ღამურებს“ უკაპიტნა, თამაში 2 სეივით დაასრულა და შეხვედრის მიწურულს ანტე ბუდიმირს პენალტი აუღო.

თამაშის დასრულების შემდეგ „ვალენსიელთა“ მცველმა, დიმიტრი ფულკიემ პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.

რა თქვა ფულკიემ:

მძიმე ბრძოლაში გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს იყო საუკეთესოების პერფორმანსი. ეს გუნდის გამარჯვება იყო, ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს გვერდში უდგას. თავს ერთად ვიცავთ და ერთად ვიგებთ. კარგ სეზონს ვატარებთ, რამდენიმე თამაში დაგვრჩა და ასე უნდა გავაგრძელოთ.

12 მშრალი მატჩი სეზონში? ამის მიზეზები ბევრია, მაგრამ მთავარი გუნდის შრომა, მამარდაშვილის ინდივიდუალური თამაში და გუნდურობაა. გარკვეულწილად, ეს იღბლის დამსახურებაცაა, მაგრამ ბევრ შრომას თან იღბალიც ახლავს. არ უნდა დავნებდეთ და ასეთი დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ, რაც ქულების მოპოვების შესაძლებლობას მოგვცემს.

პენალტი? VAR-ის კადრები ვნახე და ჩემთვის, ეს პენალტი არ ყოფილა. მამარდაშვილმა გადაგვარჩინა და გამარჯვება მისი დამსახურება იყო. გასვლით თამაშში წარმატების მისაღწევად ყოველთვის ბევრი უნდა იშრომო, ამისთვის მენტალურად მზად ვიყავით და წინსვლას ვაპირებთ.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ აბსოლუტურად ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, კარი მშრალად 12 მატჩში შეინახა და 32 ბურთი გაუშვა.

31 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და მე-6 ადგილოსან „რეალ სოსიედადთან“ ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა.  მომდევნო ტურში რუბენ ბარახას გუნდი საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მამარდა VS ოსასუნა:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე