იურგენ კლოპი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

მეტი შეგვიძლია - ჩაბი ალონსო ჩემპიონობის შემდეგ

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში ჩაბი ალონსომ და მისმა მომზადებულმა „ლევერკუზენმა“ „ბაიერნის“ 11-წლიანი ჰეგემონია დაასრულეს და „ვერცხლის სინი“ ისტორიაში პირველად მოიგეს. აქამდე ბოლო გუნდი, რომელსაც მიუნხენელებისთვის მყუდროება ქონდა დარღვეული და ბუნდესლიგის ოქროს მედლები მოგებული, იურგენ კლოპის მომზადებული „დორტმუნდი„ იყო და ვესტფალიელებმა ამის გაკეთება 2012 წელს მოახერხეს. წელს კი ეს 42 წლის ბასკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბაიერმა“ შეძლო. ალონსომ ლევერკუზენელები 2022 წლის 5 ოქტომბერს, მაშინ ჩაიბარა, როდესაც გუნდი გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე იმყოფებოდა და ზუსტად 557 დღეში კლუბი ტრიუმფამდე მიიყვანა. „ვერდერთან“ საჩემპიონო თამაშის მოგების შემდეგ „ფარმაცევტების“ მთავარი მწვრთნელი ემოციებისგან დაცლილი იყო

რა თქვა ალონსომ

ეს არის განსაკუთრებული მომენტი კლუბისთვის, რომელმაც არსებობის 120-წლიან ისტორიაში გერმანიის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო. ამაღელვებელი დღეა, რაღაც საოცარი. ვხელმძღვანელობ ტოპ-ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ტოპ-კლუბს და მე ვამაყობ ამით. ვერცხლის სინის მოგება ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია.

„ლევერკუზენის“ წარმატებები ამით არ სრულდება და გუნდს შანსი აქვს სეზონი სამი ტიტულით დაასრულოს. 25 მაისს ალონსოს მომზადებული გუნდი გერმანიის თასის ფინალში „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდება. ევროპა ლიგაზე კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს და მეოთხედფინალის პირველი რაუნდი „ვესტ ჰემს“ 2-0 მოუგო. აქვე გეტყვით, რომ წლევანდელ სეზონში „ბაიერს“ 43-მატჩიანი (38 მოგება, 5 ფრე) წაუგებელი სერია აქვს და დღეს გამარჯვებით „იუვენტუსის“ რეკორდი მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევერკუზენის ნანატრი ჩემპიონობა - ალონსოს გუნდის ყველა დროის რეკორდი
ლევერკუზენის ნანატრი ჩემპიონობა - ალონსოს გუნდის ყველა დროის რეკორდი