ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„სიგიჟეა, როდესაც მას მადარებენ“ - კვარა მარადონაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიერ გადაღებულ ფილმში დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინული ფეხბურთის ლეგენდასთან შედარება მისთვის დიდი პატივია.

რას ამბობს კვარა:

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სიგიჟეა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას მადარებენ. ჩემთვის, ეს აშკარად დიდი სიამოვნებაა და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ, როდესაც იმ გუნდში ვთამაშობ, რომელშიც მარადონა თამაშობდა. აქ მოსვლამდე მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა საუკეთესო იყო, მისი კერპი სწორედ დიეგო იყო.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს გამარჯვებული გახდა, სეზონის ბოლოს კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნეაპოლურ გუნდში დებიუტიდან დღემდე, ხვიჩამ იტალიური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე 82 მატჩში მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე