დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოელიშვილი
Aa
Aa

“ნახეთ რა გაბედულად წავიდა წინ“ - უკრაინული გამოცემა აზაროვზე

უკრაინის ჩემპიონატის გასულ ტურში „შახტარმა“ „რუხს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, რომელიც გამოცემა Sport Arena-მ ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

აღნიშნული გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე წერს:

„ირაკლი აზაროვმა „რუხის“ დაცვას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მიუხედავად ამისა მას ისე არ უთამაშია, როგორც ამას მის საუკეთესო მატჩებში აკეთებს. ამ გამარჯვებაში ქართველი ფეხბურთელის წვლილი უდავოა. უბრალოდ ნახეთ რა გაბედულად წავიდა წინ, მოწინააღმდეგეებს აჯობა და შეტევა დაასრულა. სწორედ იმ ეპიზოდში აზაროვის აქტიურობას მოყვა ზუბკოვის მესამე გოლი.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, დონეცკურმა გუნდმა პირველი ადგილი დაისაკუთრა. მისმა კონკურენტმა „კრივბასმა“ ფრე ითამაშა და „შახტარს“ 2 ქულით ჩამორჩა. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ქართველი ფეხბურთელების გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, „რუხის“ წინააღმდეგ მეორე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა არ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე
უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე