ვილი სანიოლი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

„უნდა გაიაზროს, რომ პირველ რიგში მცველია“ | რატომ არ გამოიძახა სანიოლმა აზაროვი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და 21 მარტს ჩანიშნული შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. სანიოლის განაცხადი 26-კაციანია და მათ შორის არაა „შახტარის“ მცველი, ირაკლი აზაროვი, რაც ფრანგმა სპეციალისტმა ასე ახსნა:

„ირაკლი აზაროვის არგამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. როგორც მწვრთნელს, ხშირად მიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. ირაკლი ნიჭიერი ფეხბურთელია. აღვნიშნავ, რომ ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით კმაყოფილი არ ვიყავი, განსაკუთრებით შოტლანდიასთან. უნდა გაიაზროს, რომ პირველ რიგში მცველია და მოედანზე შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ლევან შენგელია და გიორგი წიტაიშვილი უკეთესად გამოიყურებიან და ამ მატჩში სწორედ მათი იმედი მექნება“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე
„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე