სევილია, კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, ალ ნასრი
Aa
Aa

რამოსი მესისთან ან რონალდუსთან? აგენტი მაიამის და საუდის არაბეთს ესტუმრა

გუშინ, ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო რამოსი კვლავ ლეო მესის თანაგუნდელი გახდეს. ვეტერან ესპანელ „ინტერ მაიამიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

Goal.Com განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ სერხიოს აგენტი მაიამიში იმყოფებოდა და კლუბის საწვრთნელი ბაზა მოინახულა. გამოცემა ვარაუდობს, რომ ამ ფაქტით რამოსი კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა ბექჰემის გუნდს.

Goal იმასაც წერს, რომ „რეალის“ ყოფილი კაპიტნის აგენტი საუდის არაბეთშიც გაემგზავრა და ადგილობრივ კლუბებს ესტუმრა, მათ შორის „ალ ნასრის“.

შეგახსენებთ, რომ ზოგადად ძალიან ცოტა ფეხბურთელი არსებობს, რომლებსაც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე რონალდუსთან და მესისთან უთამაშია.

რაც შეეხება რამოსის „სევილიურ“ კარიერას, ის მშობლიურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ დაბრუნდა. ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ემოციურ დონეზე დიდი გამოცდილებაა“ - ენრიკე ბარსასთან მატჩზე
“ემოციურ დონეზე დიდი გამოცდილებაა“ - ენრიკე ბარსასთან მატჩზე