ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, პოლ ინსი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

მანჩესტერის ლეგენდა: “სალაჰი მსოფლიო დონის არ არის“

მიმდინარე სეზონში, მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად 23 გოლი გაიტანა და დიდებულ ფორმაში იმყოფება.

მიუხედავად ამისა, ამ მოსაზრებას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა პოლ ინსი არ იზიარებს და საინტერესო განცხადებას აკეთებს.

რა თქვა პოლ ინსმა?

„ვფიქრობ მისი სტატისტიკა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. არის თუ არა ის მსოფლიო დონის მოთამაშე? ტექნიკურად ასე არ ვიტყოდი. ვფიქრობ, ხანდახან, როდესაც ის ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებს და ცრუ მოძრაობების შედეგად გოლი გააქვს საკმაოდ ლამაზია, მაგრამ არა დიდებული. მსოფლიო დონის მოთამაშეები ლამაზი გოლების გატანის გარდა სხვა რაღაცებსაც აკეთებენ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ სალაჰია.

ეგვპიტელმა სუპერვარსკვლავმა 23 გოლიდან 17 პრემიერ ლიგაში გაიტანა, 4 ევროპის ლიგაზე, 1 ინგლისის ლიგის თასზე და ერთიც ინგლისის ასოციაციის თასზე.

იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში 71 ქულით მეორე ადგილზეა. რაც შეეხება ევროპის ლიგას, მერსისაიდელები მეოთხედფინალურ სტადიაზე „ატალანტას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ნაპოლისთვის რეალური ვარიანტი ხდება
კონტე ნაპოლისთვის რეალური ვარიანტი ხდება