ხვიჩა კვარაცხელია, მონცა
Aa
Aa

„ბევრ შეცდომას უშვებდა და...“ - ხვიჩას თამაშს იტალიური მედია აფასებს

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. მე-40 წუთზე, როდესაც „ნაპოლი“ 1:0 მარცხდებოდა, ხვიჩას გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა, მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა. 62-ე წუთზე კვარამ საგოლე გადაცემა შეასრულა და პიოტრ ჟიელინსკის ლამაზი გოლის გატანაში დაეხმარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Calcionapoli1926 – 5.5 ქულა: თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ეგოისტურად თამაშობდა. საკუთარ თავზე ბევრს იღებდა და ხიფათის შექმნას ცდილობდა, თუმცა, კონკრეტულობა აკლდა.

Tuttonapoli – 6.5 ქულა: ოსიმენის მიერ მოპოვებულ ბურთზე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მაქსიმუმი არ გააკეთა. „ნაპოლის“ საუკეთესო მომენტებში ის ეფექტურობას კარგავდა.

Calcionapoli24 – 6 ქულა: მე-5 წუთზე, თამაშის წესების დარღვევის გამო იზო გააფრთხილებინა, 32-ე და 45-ე წუთებზე ბურთი აიღო და კარისკენ ისე გაისროლა, თითქოს გარშემო თანაგუნდელები არ ჰყავდა. დი გრეგორიოსთან დუელის მოგება შეეძლო.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: მარცხნიდან შეტევაზე იყო ფოკუსირებული და დარტყმაც რამდენჯერმე სცადა, თუმცა, მეტოქის ზედმეტად ანერვიულებას ვერ ახერხებდა. მეორე ტაიმის დებიუტში შედარებით დაიხვეწა და ჟიელინსკის გაატანინა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და ევროტურნირების ზონაში მყოფ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, საკუთარ მოედანზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან“ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს
ქეცბაია: ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს