ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ასისტით დაბრუნდა - ნაპოლიმ სანახაობრივ მატჩში მოიგო

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში 4:2 დაამარცხა.

„ატალანტასთან“ იძულებითი შესვენების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდს დაუბრუნდა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ხვიჩა ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და ფრანჩესკო კალცონამ 68-ე წუთზე შეცვალა.

კვარას პირველ ნახევარში, მე-40 წუთზე გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიეცა, თუმცა, მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა, მეორე ნახევარში კი თანაგუნდელ პიოტრ ჟელინსკის ლამაზი გოლის გატანაში დაეხმარა და ასისტი ჩაიწერა.

ხვიჩას ყველა მომენტი მონცასთან:

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ფრანჩესკო კალცონას გუნდი პირველ ტაიმში 1:0 დამარცხდა და სახიფათო მომენტების შექმნასაც ვერ ახერხებდა. მერეტის კარში გოლი მე-9 წუთზე, ჯურიჩმა გაიტანა.

გულშემატკივარმა მეორე ტაიმში საოცრად სანახაობრივი თამაში იხილა. „ნაპოლიმ“ შეხვედრის შემოტრიალება მეორე ნახევარში, ორწუთიან მონაკვეთში შეძლო, თუმცა, 13-წუთიან მონაკვეთში 5 გოლი გავიდა. 55-ე წუთზე ოსიმენმა ანგისას პასის შემდეგ გაათაბრა, 57-ე წუთზე კი პოლიტანომ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 61-ე წუთზე ჟიელინსკიმ კვარაცხელიას პასის შემდეგ გაიტანა, საპასუხო შეტევაში კი „მონცას“ შემტევა, კოლპანიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში 68-ე წუთზე, მოედანზე კვარაცხელიას მაგივრად შემოსულმა რასპადორიმ ბურთზე პირველივე შეხებით დააფიქსირა.

მონცა 2:4 ნაპოლი

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7.3 ქულით შეაფასა. ქართველმა შემტევმა „მონცას“ კარის მიმართულებით ბურთი ხუთჯერ გაუშვა, აქედან 1 ზუსტი იყო, 1 აცდა, 3 კი დაიბლოკა. კვარა ბურთს 46-ჯერ შეეხო, 31 პასიდან 24 ზუსტად შეასრულა, 2 გადამწყვეტი პასი ჰქონდა. 10 დუელიდან 6 მოიღო, პოზიცია 10-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი ფოლი ასევე ერთხელ აიღეს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და ევროტურნირების ზონაში მყოფ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, საკუთარ მოედანზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან“ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარლსრუემ ლიდერს მოუგო - ბუდუს საგოლე მომენტი და გამარჯვება
კარლსრუემ ლიდერს მოუგო - ბუდუს საგოლე მომენტი და გამარჯვება