გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბრესტთან დუბლი შეასრულა - მიქაუტაძის მაგარი მატჩი ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში მეორე პოზიციაზე მყოფმა „ბრესტმა’’ შინ აუტსაიდერი „მეცი’’ 4:3 დაამარცხა.

პირველ ტაიმში, როცა 1:1 იყო, გიორგი მიქაუტაძეს გოლის გატანის ერთი რეალური შანსი ჰქონდა, კონტრშეტევისას ორი მცველი და მეკარე მოატყუა, რის შემდეგაც თავისუფალ სივრცეში მყოფ თანაგუნდელს პასი არ მისცა და დარტყმა თავად გადაწყვიტა. გამომდინარე იქიდან, რომ მის კარისკენ მოტრიალებას დრო სჭირდებოდა, უმჯობესი იქნებოდა გუნდურად ემოქმედა და პასი თავისუფალ სივრცეში მყოფი თანაგუნდელისთვის შეესრულებინა.

 

74-ე წუთზე მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და მას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, ანგარიში 4:2 გახდა. მე-80 წუთზე დამატებაზე ზუსტად ითამაშა, მისი დუბლით ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა - 4:3.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 14 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მე-17 და მე-18 ადგილზე გასული გუნდები ლიგა 2-ში გავარდებიან, ხოლო ვინც მე-16 პოზიციას დაიკავებს, ფლეი-ოფის გზით ელიტაში დარჩენის შანსს მიიღებს. ამ მომენტში „მეცი'' 23 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-15 ადგილოსან „ნანტს'' 5 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 6 ტური რჩება, „მეცი'' შემდეგ ტურში „ლანსს'' მიიღებს (12 აპრილი, 23:00).

მსგავსი სიახლეები