გიორგი მამარდაშვილი, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემთან, ჰოლანდთან და ვინისიუსთან ერთად - მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებში

სანაკრებო პაუზის დასრულებისა და თითოეული ფეხბურთელის ეროვნულ გუნდში თამაშის შეფასების შემდეგ, ერთ-ერთმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ ევროპის თორმეტი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაკრები გამოქვეყნა. ცხრა იმიტომ, რომ თითოეული სათამაშო რგოლიდან, სამ-სამი საუკეთესო იყო შერჩეული. ავტორიტეტული აპენინური ვებ-გვერდის ვერსიით, კარში „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი დგას, მისი დუბლიორები კი „ბენფიკას“ უკრაინელი ლეგიონერი ანატოლი ტრუბინი და „ლილის“ ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე არიან.

რა წერია მამარდაშვილზე

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიას“ ყველა შეხვედრაში ითამაშა და ზედიზედ მეორე სეზონია ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად ითვლება. წელს 32 მატჩიდან თერთმეტში კარი მშრალად შეინახა. გარდა ამისა, თებერვალში ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეკარეთა შორის „ღამურების“ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

სიმბოლურ ნაკრებში დაცვაში  ადგილს ვილიამ სალიბა, იოშკო გვარდიოლი და ალფონსო დევისი იკავებენ. ნახევარდაცვის ხაზი ჯუდ ბელინგემით, ჯამალ მუსიალათი და ფლორიან ვირცით არიას წარმოდგენილი. შეტევის ტრიო კი ერლინგ ჰოლანდი, ვინისიურ ჟუნიორი და ბუკაიო საკა ამაგრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 წელია ასეთი შედეგი არავის ჰქონია | მამარდაშვილის მიღწევა
9 წელია ასეთი შედეგი არავის ჰქონია | მამარდაშვილის მიღწევა