ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მარცხი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მარცხი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას, მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. ორლეია მაკგინესის გადაცემით რეიჩელ მაკინტაიერმა ისარგებლა და ჩრდილოეთ ირლანდია დააწინაურა. 7 წუთში მაკინტაიერმა მეორე გოლი გაიტანა, მე-15 წუთზე კი მის ანგარიშზე ჰეთ-თრიქი იყო. ჩრდილოეთ ირლანდიამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი ორი გოლი გაიტანა.

81-ე წუთზე, თავი ქეისი ვეირიმ გამოიჩინა, 86-ზე წუთზე კი საბოლოო ანგარიში რებეკა მანმა დააფიქსირა. ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა, ჩვენს ჯგუფში ესტონეთისა და ყაზახეთის ნაკრებები არიან. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე ესტონეთია, რომელსაც 6 აპრილს დაუპირისპირდება, 9-ში კი ყაზახეთს შეხვდებიან.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (ნიკე-ლუსო), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო)

დაცვა: თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნატა კვირკვაია (კოლხეთი ხობი), ლიზი გოგალაძე (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), მედეა ძამანაშვილი (რუსთავი)

ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ მამფორია (კვარტალი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ლიზი დარჩიაშვილი (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ კაკულია (დინამო გაგრა), მარიამ ოლქიაშვილი (ნორჩი დინამო), ლიზი ცაავა (მართვე)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავენ
ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავენ