ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მბაპე და კვარა პირველზე არიან - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა

OPTA ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელების შესახებ საინტერესო სტატისტიკურ სიაახლეებს აქვეყნებს. ცხადია, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს.

OPTA-ს მიხედვით ტოპ 5 ლიგაში ბურთის ტარების შემდეგ კარისკენ დარტყმების რაოდენობით საუკეთესონი ხვიჩა კვარაცხელია და კილიან მბაპე არიან, ორივე მათგანის აქტივში 50 დარტყმაა. მათ შემდეგ საუკეთესო როდრიგო გოეშია 48 დარტყმით.

OPTA-მ კიდევ ერთი სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც არის. სერია A-ში საშუალოდ ერთ შეხვედრაში ხვიჩა კარისკენ 3,7 დარტყმას ასრულებს და ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ექვს ფეხბურთელს ჩამორჩება. ესენი არიან: ჰარი კეინი (4,6), ვიქტორ ბონიფასე (4,4), კილიან მბაპე (4,3), ერლინგ ჰოლანდი (4), ლოის ოპენდა (3,8) და დუშან ვლაჰოვიჩი (3,8).

ასევე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 8 შეხვედრაში მის აქტივში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები