გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ვესტ ბრომვიჩთან არ იქნება - ინფორმაცია კლუბმა დაადასტურა

„უოტფორდის’’ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე თავს შეუძლოდ გრძნობს. „უოტფორდის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელი „ვესტ ბრომვიჩთან'' მატჩს გამოტოვებს, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება. 

საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ჩაკვეტაძე უოტფორდში დაბრუნდა,  თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ დაასვენა და „ლიდსის’’ წინააღმდეგ არ ათამაშა. კრეატიული ნახევარმცველი გუნდს ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

39 ტურის შემდეგ „უოტფორდი'' 49 ქულით მე-14 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 15 ქულით ჩამორჩება და ექვსეულში შესვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 34 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე გასულ ზაფხულში „გენტიდან'' ერთწლიანი იჯარით „უოტფორდში'' გადავიდა, გასულ ზამთარში ინგლისურმა კლუბმა გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები