საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
Aa
Aa

UEFA-სგან დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ - სფფ ევრო 2024-ის ბილეთებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა UEFA-ს „ბილეთების ოფიციალური პორტალის'' საშუალებით მოხდება. ამასთან დაკავშირებით სფფ განცხადებას ავრცელებს:

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ UEFA ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!''.

ევრო 2024-ზე 18 ივნისს ჩავერთვებით და დორტმუნდში თურქეთს შეხვდებით (20:00), ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები