ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი: ისტორია დავწერეთ, ახლა ლა ლიგაში აღზევებაზე ვფიქრობ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლევანტეს’’ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა, აეროპორტში Superdeporte-ს ჟურნალისტი შეხვდა და ესაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი:„ისტორია დავწერეთ, ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, წარმოვადგენდეთ ჩვენს ქვეყანას. მოდი ახლა დღევანდელ დღეზე ვკონცენტრირდეთ, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ. სასიამოვნოა ეს მხიარულება, მაგრამ ახლა უკვე „ლევანტეს’’ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია როცა თავს ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ ახლა დაღლილი ვარ, აღდგენისთვის ბუნიოლში (სადაც „ლევანტე’’ ვარჯიშობს) მივდივარ და გუნდთან ერთად ვარჯიშის დავიწყებ. ახლა მიზანი თამაშების მოგება და ლა ლიგაში აღზევებაა’’.

ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეს'' პრესსამსახურსაც ესაუბრა: „ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ''.

ლა ლიგა 2-ში 32 ტურის შემდეგ „ლევანტე’’ 47 ქულით მე-11 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. თუ „ლევანტე’’ მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 ადგილზე გავა, ფლეი-ოფის გზით ლა ლიგაში დაბრუნების შანსი ექნება, პირველ და მეორე პოზიციაზე გასული გუნდები ლა ლიგაში თამაშის უფლება ფლეი-ოფის გარეშე მოიპოვებენ.

ლა ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ლევანტე'' მეხუთეადგილოსან „ვალიადოლიდს'' ესტუმრება (30 მარტი, 17:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები