ხვიჩა კვარაცხელია, ფრანკო კამოცი
Aa
Aa

„შეუძლია, საქართველო ევრო 2024-ზე გაიყვანოს“ | კამოცი კვარაზე

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, ფრანკო კამოციმ, რომელიც ბევრ ევროპულ კლუბთან თანამშრომლობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კამოცი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთთან ჩანიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, „კვარას“ შეუძლია, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გაიყვანოს.

„საქართველოს შანსები საბერძნეთთან? ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში, წინა პლანზე გუნდების ლიდერები გამოდიან. ხვიჩა ტოპ ფეხბურთელია, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა. მას შეუძლია, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანოს, მაგრამ ამისთვის, საჭიროა, საუკეთესო მატჩი ჩაატაროს“.

ცნობისთვის, 2023 წლის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრები მხოლოდ ორ მეტოქესთან დამარცხებულა - ნიდერლანდები, საფრანგეთი. საქართველოს რაც შეეხება, ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან, „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ერთხელ წააგეს. 2023 წლის 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთმა მოიგო - 7:1.

21 მარტს, საბერძნეთის ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები საკუთარ კედლებში 5:0 დაამარცხა, საქართველომ კი ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ F ჯგუფში მოხვდებიან და ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაჭარავა ხვიჩაზე: „პროფესიონალია და არასდროს ნებდება“
კაჭარავა ხვიჩაზე: „პროფესიონალია და არასდროს ნებდება“