ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

44 წამში მოგებული ფინალი | ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

გრიგალაშვილი ფინალურ შეხვედრაში ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა. ქართველმა ჯუდოკამ ფენომენალურად იასპარეზა და ნიდერლანდელი მეტოქის დასამარცხებლად 44 წამი ეყო. ტატომ იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა.

ცნობისთვის, გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და ალფა უმარ ჯალოს მოუგო. ფრანგი ჯუდოკას შემდეგ, ტატომ ისლამ სოგენოვს სძლია, მეოთხედფინალში კი ატილა უნგვარი დაამარცხა. ნახევარფინალში, გრიგალაშვილმა ანტონიო ესპოზიტოს აჯობა და სვლა ტრიუმფით დაასრულა.

გეტყვით იმასაც, რომ ხვალ მედლებისთვის საბა ინანეიშვილი, ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან