სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ფინიქსთან 11 ქულა ჩააგდო - მამუკელაშვილის კარგი მატჩი NBA-ში

NBA-ში „სან ანტონიო სპურსი’’ შინ „ფინიქს სანსთან’’ 106:113 დამარცხდა.

ამჯერად გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი ათამაშა, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 8 წუთი და 2 წამი გაატარა. მის აქტივში 11 ქულა და 3 მოხსნაა.

სანდროსთვის კარგი თამაში იყო, მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ ამ სეზონში სათამაშო დროის პრობლემა აქვს, თუმცა იყო ერთი მომენტი, როცა ბურთი დაკარგა და მის შეცდომას მეტოქის მხრიდან შედეგიანი მოქმედება მოჰყვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა „ფინიქს სანსის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, დევინ ბრუკერმა ჩააგდო, მის ანგარიშზე 32 ქულაა, მისი თანაგუნდელი კევინ დურანტიც შედეგიანი იყო, 35 წლის ფორვადი გუნდს 25 ქულით დაეხმარა. მამუკელაშვილის თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი ქულა კელდონ ჯონსონის აქტივშია, 14 ქულა.

„სან ანტონიომ'' 71-დან მხოლოდ 15 მატჩი მოიგო, 56 დათმო, დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, მე-15 პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას კვლავ „ფინიქს სანსთან'' გამართავს (26 მარტი, 04:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები