მიხეილ აშვეთია
Aa
Aa

მიხეილ აშვეთია: „ლუქსემბურგთან მატჩს მოუთმენლად ველოდებით, ბიჭების გვჯერა“

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუქსემბურგთან გასამართ შეხვედრასაც შეეხო და „ჯვაროსნების“ შანსები შეაფასა.

„ქართული ფეხბურთისთვის  1981 წლის შემდეგ, როცა ,,დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია.  ასეთი მნიშვნელობის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყო, მაგრამ ახლა ისევ გვაქვს შანსი, რომ უკეთესი შედეგი დადოს ჩვენმა ნაკრებმა. მთელი საქართველო ამ მატჩის მოლოდინში ვართ, გვჯერა ჩვენი ბიჭების და ვგულშემატკივრობთ მათ. ჯაბა კანკავას დაბრუნება ნაკრებისთვის დიდი სტიმული იქნება. მისი მოწვევა ფედერაციისა და  მთავარი მწვრთნელის მხრიდან მართებული გადაწყვეტილება იყო.

21 მარტს ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ეროვნულ გუნდს და საკუთარ მოედანზე დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ. შემდეგ ფინალში ხვიჩაც დაგვემატება... ის ახლაც ნაკრებთან არის, თამაშზე ბიჭების გვერდით იქნება, მათ გაამხნევებს და გუნდისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, 21:00-ზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

წყარო: სამგურალის ოფიციალური ვებგვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსები 55-45-ზეა“ | რას ამბობენ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციაში
„შანსები 55-45-ზეა“ | რას ამბობენ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციაში