ქალ ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ქალ ფეხბურთელთა შორის, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია.

კენჭისყრა ცოტა ხნის წინ, უეფას შტაბბინაში ჩატარდა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის პირველ ჯგუფში მოხვდა, მეტოქეები კი კვიპროსის, ბელარუსისა და ლიეტუვას ნაკრებები იქნებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები სტარტს 11 სექტემბრიდან აიღებს. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლებას მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, ამ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები