ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბარსელონას კვარა ძალიან მოსწონს, მაგრამ“ | Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა, ანდრეა დე პაულიმ Calcionapoli24-ს ინტერვიუ მისცა. დე პაულიმ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანა“ ხვიჩა კვარაცხელიასადმი დიდი სიმპათიებითაა განწყობილი.

„ბარსელონაში საკადრო პრობლემები გრძელდება. ბლაუგრანა საუკეთესო ფეხბურთელებსა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს კარგავს. ჩავის ნახევარდაცვის ხაზის დაკომპლექტება ახლიდან მოუწევს და ამ მომენტისთვის, კამპ ნოუს ეფექტიც არ არსებობს, რადგან ბარსელონა მშობლიურ სტადიონზე რეკონსტრუქციას ატარებს და სხვა მოედანზე თამაშობს.

ბლაუგრანას ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მოსწონს, მაგრამ ესპანურ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები უჩნდება, როცა საუბარი ტოპ კლასის ფეხბურთელის ტრანსფერს ეხება. ამასთან, საჭიროა, გავიგოთ, ჩავის შემცვლელად ვინ დაინიშნება“.

27 ტურის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო
ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო